მისია და მიზნები

საქართველოს გოლფის ეროვნული ფედერაციის გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში გოლფის და "Pitch&Putt"-ის როგორც სპორტის და ცხოვრების წესის განვითარებასთან დაკავშირებით

 

მოკლედ

გავაცნოთ,შევაყვაროდ, სწორად განვავითაროთ და ყველამ ერთად გავიმარჯვოთ

 

ვრცლად

 

საქართველოში გოლფი ჯერ ჩანასახის სტადიაზეა და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის რომ გოლფი როგორც სპორტის სახეობა გახდეს მასობრივი და პოპულარული, როგორიც ის არის ყველა დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებში.

ჩვენ ვგეგმავთ განვავითაროდ გოლფი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, როგორებიცაა მინი გოლფი, დიდი გოლფი და ეგრედ წოდებული "pitch&putt"-ი. გოლფის მრავალმხრივი განვითარება განპირობებულია იმით რომ სპორტში ჩაებას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი განურჩევლად მათი ფინანსური და ფიზიკური შესაძლებლობებისა.

ზემოდ აღნიშნული მიზნების მისაღწევად საქართველოს გოლფის ეროვნულ ფედერაციას შემუშავებული აქვს შემდეგი ნაბიჯები:

 

 

ფართოდ გააცნოს მოსახლეობას სპორტის ეს სახეობა. მოხდეს მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, რადგან  გოლფი უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ უცნობი სპორტია.

 

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობისთვის სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა სრულიად უცხოა და მასთან შეხება ტელევიზორით ნანახი უცხოეთში ჩატარებული შეჯიბრებებით თუ მათზე გადაღებული სარეკლამო რგოლებით შემოიფარგლება.  საქართველოში გოლფი აღიქმევა როგორც სპორტი მხოლოდ რჩეულთათვის რომელშიც მონაწილეობა მარტო მაყურებლის რანგში თუ შეიძლება. სინამდვილეში გოლფი მასობრივი სპორტის სახეობაა რომელიც ყველა ასაკის და შესაძლებლობების პუბლიკაზეა მორგებული. ის არა მარტო სპორტია, არამეტ ასევე შესანიშნავი გართობის, დასვენების და ყოველდღიურობისგან ფსიქოლოგიური განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

ჩვენი მოქმედების გეგმა, პირველ რიგში ითვალისწინებს საზოგადოების გოლფთან დაკავშირებით ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოყვანას. ჩვენ ვგეგმათ ვიმუშაოდ სკოლებთან, საგანმანათლებო ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტებთან და ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ სად და როგორ შეეძლებათ მსურველებს ითამაშონ გოლფი. ჩვენი საიტის მეშვეობით golf.ge ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება დაუკავშირდეს ინსტრუქტორს და წინასწარ დაგეგმოს თამაში და ასევე დასვას ის კითხვები რომელიც მას აინტერესებს. ასევე იგეგმება საინფორმაციო ბროშურების გამოცემა დარიგება გოლფის და მინი-გოლფის შესახებ სადაც მარტივად და გასაგებად იქნება აღწერილი თამაშის და ქცევის წესები მოედანზე დამწყებებისთვის.

 

შეიქმნას ნინი გოლფის, "pitch&putt"-ის და გოლფის საბავშვო სკოლა,  მომავალში პროფესიონალი მოთამაშეების  აღსაზრდელად.

 

სერიოზული და პროფესიონალური შეეგების მისაღწევად, გოლფის მოთამაშე მსგავსად ფეხბურთელისა, პატარაობიდან უნდა ჩაერთოს თამაშში და შემდგომ გაიზარდოს როგორც პროფესიონალი.

ამ მიზნისთვის საჭიროა შეიქმნას გოლფის საბავშვო სკოლა "გოლფის აკადემიის ფარგლებში" რადგან მნიშვნელოვანია მოხდეს მოთამაშეთა სწორი კლასიფიკაცია ყველა ასაკობრივ დონეზე, დაწყებული იუნიორებისთვის გოლფის პასპორტების გაცემით და დამთავრებული Handicap ლიცენზიებით.  ბავშვებს პროფესიონალი ინსტრუქტორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეასწავლიან გოლფის თამაშს და მის წესებს და სკრინინგის პროცესით გამოავლენენ განსაკუთრებულად დაჯილდოვებულებს ვისზედაც ფედერაცია გასცემს ზემოდხსენებულ იუნიორების გოლფის პასპორტებს და ყველაირად შეუწყობს ხელს მათ მომავალ სპორტულ კარიერას გოლფში.

 

მოედნებისა და ლიცენზირების რეგულირება.

 

ფედერაციის როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციებში შედის თვალყური ადევნოს და ხელი შეუწყოს გოლფის საერთაშორისო სტანდარტებით განვითარებას ქვეყანაში. ფედერაციის პრეროგატივაა მოახდინოს სწორი კლასიფიცირება სპორცმენების და გასცეს შესაბამისი ლიცენზიები ტესტირების და მოთამაშის თამაშის დონის შესაამისად. ასევე გაუწიოს რეკომენდაციები კლუბებს ამა თუ იმ სტანდარტების შესახებ და ჩამოაყალიბოს ერთიანი სტანდარტები რომლებიც შესაბამისობაში იქნებიან საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებთან.

 

ხელი შეეწყოს სხვადასხვა შეჯიბრებების ორგანიზებას როგორც პროფესიონალურ, ასევე მოყვარულ დონეზე.

 

ჩვენ საქართველოს გოლფის ეროვნულ ფედერაციაში გვჯერა,რომ მხოლოდ ხშირი და კონკურენტული შეჯიბრების გარემოში შეძლებენ ჩვენი სპორცმენები მიაღწიონ მაღალ შედეგებს და გახადონ გოლფი პოპულარული სპორტი ქართველი გულშემატკივრების და ქომაგების გულებში. ჩვენ ფედერაციას აქვს კალენდარულად გაწერილი გეგმა იმ შეჯიბრებების და ტურნირების, რომელთა ჩატარებაც იგეგმება 2017 წელს და სადაც უკვე არსებული სპორცმენების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ახალბედა გოლფის მოთამაშეები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და არა მარტო აიმაღლებენ თავიანთი თამაშის დონეს, არამეტ ასევე გაიცნობენ ერთმანეთს და გააცნობენ ამ კეთილშობილურ სპორტს ფართო საზოგადოებას.

 

დახმარება და ინვესტორების მოზიდვა  ახალი გოლფის მოედნების შესაქმნელად.

 

იმისთვის რომ გოლფი საქართველოში განვითარდეს და გარდაიქმნას მასობრივი სპორტის სახეობად, საჭიროა გოლფის მოედნების განვითარება ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება მინი-გოლფს სადაც ბევრი დამწყები მოთამაშე გადადგავს პირველ ნაბიჯებს ამ სპორტში და ისწავლის ეგრედ წოდებულ "ფოთინგს", დგომას, კონცენტრირების უნარს თუ სხვა მრავალ საჭირო თვისებებს, აქ ჩასატარებელი მუშაობა ბევრად ნაკლებ თანხებთან არის დაკავშირებული ვიდრე ეს დიდ გოლფშია საჭირო. მინი-გოლფის მოედნების მოწყობა შესაძლებელია პარკებში, სკვვერებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსად "სკეიტბორდის" მოედნებისა და მსგავსი მოედნების მოწყობას ჩვენ ვგეგმავთ მუნიციპალიტეტებთან, სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, განათლების სამინისტროსთან და კერძო ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

რაც შეეხება დიდ სრულფასოვან გოლფის მოედნებს, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს აქ სახელმწიფოს მონაწილეობაა აუცილებელი რადგან არსებობდეს ხელმისაწვდომი საჯარო გოლფის მოედანი და საჭიროა ასევე დამოუკიდებლად ამ სფეროში ინვესტორების მოძიება რადგან ეს ყველაფერი შედარებით დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. კერძო გოლფის მოედნები როგორც წესი ფინანსურად ხელმიუწვდომელია რიგითი მოქალაქეებისთვის და ამიტომ არსებობს საჯარო გოლფის მოედნები რომლებიც რენტაბელურია სახელმწიფოსთვის და ამავდროულად მათი გამოყენება ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. საჯარო გოლფის მოედნის არსებობის გარდა, ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს რაც შეიძლება მეტი გოლფის კლუბების გახსნას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უკვე დავამყარეთ ურთიერთობა ბევრ დაინტერესებულ პირთან და ვეწევით რეკლამა-აგიტაციას რადგან ის ინვესტორები ჩამოვიყვანოთ საქართველოში ვინც დაინტერესებულები არიან ჩვენს ქვეყანაში ყველა სახის გოლფის მოედნების აშენებით. ამ საქმიანობაში ასევე მიზანშეწონილად და აუცილებლად მიგვაჩნია ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის ჩართვა, სადაც უკვე გვქონდა კონსულაციები რამე თუჩვენს ქვეყანაში იშვიათად სახარბიელო გოლფის მოედნების განვითარების პოტენციალია რაც დიდი ინვესტიციების მოზიდვის ერთ ერთი საშუალებაა.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ რომ, საქართელოს ეროვნული გოლფის ფედერაცია აერთიანებს მაღალპროფესიონალურ გუნდს ინვესტიციების სფეროში და ჩვენ ზუსტად ვიცით რა სამუშაოებია ჩასატარებელი გოლფის მოედნების განვითარების სფეროში წარმატების მისაღწევად.

 

სპორტის დახმარებით ტურისტების მოზიდვა

 

გოლფის როგორც სპორტის სახეობის კონტრიბუცია ტურისტულ სექტორში მსოფლიო მაშტაბით შეადგენს 20 მილიარდ აშშ დოლარს. მთავარი მოთხოვნა იმ ტურისტებისთვის, ვინც გატაცებულია გოლფის თამაშით ყოველთვის არის გოლფის მოედნის არსებობა იმ ქვეყანაში, სადაც ისინი აპირებენ დასასვენებლად წასვლას (როგორც წესი, ეს შეძლებული ტურისტები არიან დასაშუალო სტატისტიკურ ტურისტზე მეტ თანხას ხარჯავენ დასვენების პერიოდში). ერთად აღებული დაახლოვებით 186 მილიონი ადამიანი თამაშობს გოლფს რეგულარულად და მათ შორის 5-10% რეგულარულად მოგზაურობს საზღვარგარეთ გოლფის სათამაშოდ.

 

თანამშრომლობა როგოც ადგილობრივ, ისე უცხოურ ფედერაციებთან.

 

დღეისთვის საქართველოს გოლფის ეროვნული ფედერაცია სრულფასოვანი წევრია მსოფლიოს მინი-გოლფის ფედერაციის და ჩვენი აპლიკაცია განხილვის პროცესშია მსოფლიოს გოლფის ფედერაციაში.

ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ამ ფედერაციებთან და ვითანამშრომლოდ ყველა იმ საერთაშორისო გოლფის ასოციაციასთან რომელთა დახმარებით ჩვენ შევძლებთ ქართული გოლფის განვითარებას.

 

უახლოესი მიზანი ზემოდ ხსენებულ პუნქტებთან თანხვედრით არის ის რომ, შეიქმნას ახალგაზრდებისა და ბავშვეის გუნდები, რომლებიც წარადგენენ საქართველოს საერთაშორისო შეჯიბრებებზე და ასევე მოყვარულთა გუნდი, რომელიც წარგვადგენს სხვადსხვა შეჯიბრებებზე. ხოლო 2-4 წლის მთავარი მიზანია შეიქმნას ნაკრები გუნდები ყველა ასაკობრივ და გენდერულ კატეგორიაში და მინი გოლფის მოედნების მოწყობის პარალელურად საქართველოში ჩავატაროდ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი სადაც საქართველოს ნაკრების სპორცმენები უმაღლესი სინჯის მედლებს მოიპოვებენ.

 

ფედერაციის მისია

 

ფედერაციის მისია უნდა იყოს: ხელი შეუწყოს და ჩამოაყალიბოს მინი გოლფის და გოლფის კლუბების, გაერთიანებების, ასოციაციების, კომიტეტების ერთობლივ მუშაობას და გააერთიანოს ეს მუშაობა საერთო (საქართველოში მინი გოლფის და გოლფის, როგორც სპორტის სწრაფი და სტაბილური აღზევების) განვითარების მიზნისათვის.

მჭიდროდ ითანამშრომლოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა მინი გოლფის და გოლფის განვითარება ქვეყანაში შესაბამისობაში მოდიოდეს არა მარტო საერთაშორისო, არამედ ასევე ქვეყნის ხედვასთან თუ როგორ ვითარდება სპორტი ზოგადად.

 

 

 

საბანკო რეკვიზიტები

FOR GEL TRANSFERS

BANK CODE-TBCBGE 22

NAME OF BENEFICIARY-GEORGIAN NATIONAL GOLF FEDERATION

BEN'S ACCOUNT-GE82TB788336080100002

FOR EUR TRANSFERS

INTERMEDIARY: DEUTSCHE BANK AG FRANKFURT/MAIN, GERMANY SWIFT:DEUTDEF BLZ:500700010
BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22 JSC"TBC BANK", MARJANISHVILI BRANCH SWIFT:TBCBGE22850
BEN'S Account: GE29TB78 7833 6180 1000 02
NAME OF BENEFICIARY: GEORGIAN NATIONAL GOLF FEDERATION
INTERMEDIARY: COMMERZBANK AG FRANKFURT/MAIN, GERMANY SWIFT:COBADEFF BLZ:50040000
BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22 JSC"TBC BANK", MARJANISHVILI BRANCH SWIFT:TBCBGE22850
BEN'S Account: GE29TB78 7833 6180 1000 02
NAME OF BENEFICIARY: GEORGIAN NATIONAL GOLF FEDERATION
INTERMEDIARY: RAIFFEISEN BANK INTERNATIONAL AG VIENNA,AUSTRIA SWIFT:RZBAATWW
BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22 JSC"TBC BANK", MARJANISHVILI BRANCH SWIFT:TBCBGE22850
BEN'S Account: GE29TB78 7833 6180 1000 02
NAME OF BENEFICIARY: GEORGIAN NATIONAL GOLF FEDERATION

FOR USD TRANSFERS

INTERMEDIARY: CITIBANK N.A. NEW-YORK, USA SWIFT: CITIUS33 ABA: 021000089
BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22 JSC"TBC BANK", MARJANISHVILI BRANCH SWIFT:TBCBGE22850
BEN'S Account: GE56 TB78 7833 6180 1000 01
NAME OF BENEFICIARY: GEORGIAN NATIONAL GOLF FEDERATION
INTERMEDIARY: DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS NEW-YORK, USA SWIFT: BKTRUS33 ABA: 021001033
BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT:TBCBGE22 JSC"TBC BANK", MARJANISHVILI BRANCH SWIFT:TBCBGE22850
BEN'S Account: GE56 TB78 7833 6180 1000 01
NAME OF BENEFICIARY: GEORGIAN NATIONAL GOLF FEDERATION
შემოწირულობა